
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში გაიმართა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიება, რომელმაც სასკოლო სივრცე სიხარულით აავსო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც მაყურებელს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. სცენაზე წარმოდგენილი იყო ლექსები, სიმღერები, ცეკვები და მცირე თეატრალური ნომრები.თითოეულ ნომერში იგრძნობოდა მოსწავლეთა დიდი მონდომება და პედაგოგების შრომა.
მოსწავლეებმა სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს.
დამსწრე საზოგადოებამ პატარა შემსრულებლები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: