
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ჯადოსნური სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ზრუნავენ და ბავშვებს მრავალფეროვან სადღესასწაულო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.
საახალწლო ღონისძიებები შთამბეჭდავად დაიწყო. სასკოლო საზოგადოების წინაშე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები წარდგნენ და ლამაზი საზეიმო ნომრები წარმოადგინეს.
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: