მელეს საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანმა სპექტაკლმა - „რომეო და ჯულიეტა“ ანშლაგით ჩაიარა
25-12-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ულიამ შექსპირის უკვდავი პიესა „რომეო და ჯულიეტა“ ინგლისურ ენაზე დაიდგა. 

სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. 

სპექტაკლს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის უფროსი პედაგოგი დალი თავართქილაძე. თეატრალურ სანახაობაში მელეს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მონაწიელობდა.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და წარმოაჩინეს როგორც ინგლისური ენის ცოდნა და მდიდარი ლექსიკური მარაგი, ისე შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. 

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება, მოსწავლეებმა კი მხურვალე აპლოდიმენტები დაიმსაუხრეს

მელეს საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ დალის მოსწავლეების ჩართულობისთვის ეს მისი პირველი დადგმა არ არის - გასულ წელს მისი ხელმძღვანელობოთ „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დაიდგა. ასეთი პროექტები „მოქმედებებით“ ემსახურება ენის სიღმისეულად სწავლებას, რაც ნამდვილად გამოსდის ქალბატონ დალის“,- აღნიშნავენ სკოლაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ინტელექტუალური, ნიჭიერი მოსწავლეებით და შრომისმოყვარე მასწავლებლებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203