
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, პედაგოგები მოზარდებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.
ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას ეწვივნენ, გაეცნენ საკმაოდ მდიდარ და მრავალფეროვან წიგნად ფონდს, მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის პროექტში - „წიგნი-ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი“.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის - „ხაზარულა“ თეატრალურად წაიკითხეს, დაასაბუთეს, თუ რატომ არის მათი ყოველდღიურობის ნაწილი წიგნი, განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის სიცილ-ტირილიანი შედევრები.
იხილეთ ფოტოები: