
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.
სკოლაში საახალწლო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იზეიმეს დამდეგი ახალი წელი. ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მორთულ-მოკაზმული დერეფანი მოსწავლეთა ჟრიალმულმა აავსო. მოსწავლეები სიხარულით რთავდნენ ნაძვის ხეს, თან მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
თითოეულ კლასს თავისი საახალწლო პროგრამა ჰქონდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
ბავშვებმა განსაკუთრებით თოვლის ბაბუის სტუმრობით გაიხარეს. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები დაურიგა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: