„წელიწადო ახალო“​ - ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება 
25-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

საბაზო საფეხურის მოსწავლეები მოახლოებულ ახალ წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან.

23 დეკემბერი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში.

კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საშობაო ზეიმი „წელიწადო ახალო“.

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენლები. სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. უსურვა ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერი ახალი წელი და ახალი სიმაღლეების დაპყრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203