მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით სასამართლოს სტუმრობდნენ
25-12-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა მიზანმიმართულად ზრუნავს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე და სასწავლო პროცესში ეფექტიანად აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.

მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების შესაბამისად, შეისწავლეს მოქალაქის უფლებები და ვალდებულებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მედიაცია.

დემოკრატიის ფორმები და ხელისუფლებასთა თანამშრომლობა. რატომ და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ხელისუფლება? კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გასამყარებლად, მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების ფარგლებში განახორციელეს სასწავლო ვიზიტი ქ. მცხეთის სასამართლოში.

ვიზიტი შედგა სამოქალაქო განათლების პედაგოგის, დეკანოზ ალექსანდრე ბეჟიტაშვილის ხელმძღვანელობით, კლასის დამრიგებლებთან — ნატო შიოლაშვილსა და მაია ამანათიძესთან ერთად.

სასამართლოში მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ სასამართლო სისტემის სტრუქტურას, სამართალწარმოების პროცედურებსა და მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპებს.

განსაკუთრებული საგანმანათლებლო ღირებულება ჰქონდა „იმიტირებულ სასამართლო პროცესში“ მონაწილეობას, რომელმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულად გაეაზრებინათ სამართლებრივი პროცესების მიმდინარეობა და მოქალაქის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში. მათ ასევე მოისმინეს შემეცნებითი ლექცია, რომელსაც უძღვებოდნენ სასამართლოს კანცელარიის უფროსი თამუნა ხაბალაშვილი და მოსამართლის თანაშემწე მერი გეგეჭკორი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოავლინა. აღნიშნული აქტივობა ნათლად წარმოაჩენს ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და არაფორმალური განათლების გზით მიღებული პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთკავშირს.

„მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები სრულად შეესაბამება ე.ს.გ.-ით განსაზღვრულ შედეგებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, სამართლებრივი კულტურისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203