შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით გამორჩეული საჩვენებელი გაკვეთილი დეხვირის საჯარო სკოლაში
25-12-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის I კლასში დაწყებითი კლასის პედაგოგმა -ხათუნა ხეცურიანმა  საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ჩვენი ეზო“.   

გაკვეთილი გამოირჩეოდა მიზანმიმართულად დაგეგმილი, მრავალფეროვანი შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით, რომლებიც ორიენტირებული იყო მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.

სწავლების პროცესში, პედაგოგმა ეფექტურად გამოიყენა აქტიური სწავლების მეთოდები, რაც ხელს უწყობდა მოსწავლის ჩართულობას, დამოუკიდებელი აზროვნების, დაკვირვებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.

გაკვეთილი წარიმართა პოზიტიურ, თანამშრომლობით გარემოში და ნათლად წარმოაჩინა პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმილი სწავლების უნარი და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების ეფექტიანი გამოყენება.

საჩვენებელი გაკვეთილი იყო შედეგზე ორიენტირებული, საინტერესო და შინაარსობრივად გამართული. გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები.

 გაკვეთილი შეფასდა დადებითად.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები და მოსწავლის მონდომება. 

„წარმატებას ვუსურვებთ ხათუნა მასწავლებელს და პირველი კლასის მოსწავლეს - ანა ჭაბუკიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203