​საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას​ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია​ მიეძღვნა
25-12-2025

​საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის V კლასის ​მოსწავლეებმა საზოგადოებას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინეს, რომელიც ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. 

სცენაზე გაცოცხლდა მისი მოთხრობების გმირები და თემები, რომლებმაც მაყურებელი მწერლის სამყაროში ამოგზაურა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინანიშვილის ცნობილი ნაწარმოებები - „დამრიგებელი“, „უკუღმა დაჭედილი“, „დედას“, „მირანდუხტი“, „შეშაზე“ და „მხატვარი პარიზში“.

მოსწავლეებმა ნაწარმოებების ემოციური სიღრმე და ავტორისეული სათქმელი ბრწყინვალედ გადმოსცეს.

მოსწავლეებმა კლასიკური ქართული პროზა თანამედროვე სცენური ფორმით გააცოცხლეს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენეს რევაზ ინანიშვილის შემოქმედების აქტუალობა და ადამიანური ღირებულებები.

კლასის ხელმძღვანელი, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი პედაგოგი მარიამ (მაყვალა) ანთაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203