
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჭატიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში მე-3- მე-4 კლასებს შორის გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა სახელწოდებით -„მათემატიკის სამეფოში“. ღონისძიება ჩატარდა მათემატიკის მასწავლებელ ანაიტ პარონიანის ხელმძღვანელობით.
ვიქტორინის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებში, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან მოსწავლეთა ინტერესი მათემატიკისადმი კიდევ უფრო გააღრმავა.
„მოსწავლეებისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობისა და კონკურენტუნარიანობის უნარებს. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მათემატიკური ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და სწავლის პროცესის უფრო სახალისო და მოტივაციურ გარემოდ ქცევას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო