ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ინგლისურენოვანი ღონისძიება 
25-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ლუსინე სოღოიანის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება თემაზე - „შემოდგომა“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა და მდიდარი ლექსიკური მარაგი, არამედ შემოქმედებითი შესაძლებლობები. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. თემატურად მორთული გარემო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

სცენა გაფორმებული იყო შემოდგომის ფერებით, ფოთლებითა და ხილით.

ბავშვებმა შემოდგომის ბუნების სილამაზეს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია წელიწადის ეს დრო საქართველოში. 

„ზეიმმა შექმნა თბილი და მხიარული განწყობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203