
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, წინასაახალწლოდ კი არაერთ სადღესასწაულო აქტივობას სთავაზობენ და შობა-ახალი წლის მოლოდინს კიდევ უფრო ულამაზებენ.
ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - არმინე პოდოსიანმა Iა კლასში ჩაატარა საახალწლო ზეიმი.
საახალწლო ღონისძიება მხიარულ და სადღესასწაულო გარემოში გაიმართა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს სიმღერები, ცეკვები და ლექსები.
დარბაზი მორთული იყო საახალწლო დეკორაციებით, ბუშტებითა და ნაძვის ხით.
თოვლის ბაბუასთან შეხვედრამ და საჩუქრებმა ბავშვებს განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა.
„ღონისძიებამ გააძლიერა მეგობრობა, ერთიანობა და ახალი წლის მოლოდინი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: