
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ბილინგვური განათლების სპეციალისტმა, წოვინარ ავეტისიანმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
ამჯერად, პედაგოგმა მე-11 კლასელთა მონაწილეობით, თოჯინების თეატრი შესთავაზა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს.
საოცრად არტისტულად ასრულებდნენ მოსწავლეები როლებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბუნებრივია, დირექციის მოწონებაც დაიმსახურა ამ სახალისო აქტივობამ.
„ვიმედოვნებთ, ასეთი არაერთი ლამაზი დღე გვექნება სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: