
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სტრატეგიებსა და თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ.
16 დეკემბერს, დეხვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და მათემატიკაში.
გაკვეთილს უძღვებოდნენ პედაგოგები - მადონა ბენდელიანი და ლამზირა ონიანი.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა პროცენტისა და პროპორციის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის პროცესში, ნივთიერებებსა და ხსნარებში მასური წილის დათვლა, კვლევითი და ექსპერიმენტული უნარ-ჩვევების განვითარება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრანსფერი.
მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე წყვილებში, ჩაატარეს ექსპერიმენტები და შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციებიც გამართეს.
მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ განსაზღვრული შეფასების რუბრიკების საფუძველზე.
პედაგოგებმა უზრუნველყვეს სისტემური უკუკავშირი და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.
გაკვეთილის ბოლოს შეჯამდა შესწავლილი საკითხები და მოხდა მოსწავლეთა თვითშეფასება შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით.
სასწავლო გარემო ორგანიზებული იყო გაკვეთილის მიზნებისა და აქტივობების შესაბამისად.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებმა განიხილეს გაკვეთილის ძლიერი მხარეები და გასაუმჯობესებელი საკითხები.
საგნის მასწავლებლებმა ჩაატარეს საკუთარი საქმიანობის თვითშეფასება.
„გაკვეთილი შეფასდა დადებითად! წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოტივირებულ და ენერგიულ მოსწავლე-მასწავლებლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: