
25 დეკემბერს კათოლიკური, პროტესტანტული და ნაწილობრივ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. საქართველოში მაცხოვრის შობა 7 იანვარს აღინიშნება.
11 ეკლესია ნაწილი უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს „ახალი კალენდარული სტილით“ ზეიმობს, ხოლო მოძრავს - „ძველი კალენდარული სტილით". ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
25 დეკემბერს ქრისტეშობას ეს 11 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს: კონსტანტინოპოლის; ალექსანდრიის; ანტიოქიის; საბერძნეთის; კვიპროსის; რუმინეთის; ბულგარეთის; ალბანეთის; ჩეხეთ-სლოვაკეთის; ამერიკის; უკრაინის.
7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება: იერუსალიმის; რუსეთის; საქართველოს; სერბეთის; პოლონეთის.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.