ქუთაისის N26 საჯარო სკოლის სცენაზე ცნობილი მიუზიკლები გაცოცხლდა 
25-12-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია.

კარნავალს ჰქონდა მასშტაბური სახე და მასში პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწიელობდნენ. 

ღონისძიება გამორჩეული იყო მრავალფეროვანი სასცენო ნომრებითა და ფერადი სანახაობით. სცენაზე გაცოცხლდა ცნობილი მიუზიკლების ფრაგმენტები - „შობის ღამე“, „ბურატინო“, „მერი პოპინსი“, „კონკია“, „ქეთო და კოტე“, „ოპერის მოჩვენება“ , „თავისუფლება“, „კვაზიმოდო“ და „ზორო“.

მოსწავლეებმა თავიანთი შესრულებით მაყურებელს დაუვიწყარი საახალწლო განწყობა შეუქმნეს.

კარნავალმა გააერთიანა მუსიკა, ცეკვა და თეატრალური ელემენტები.

ღონისძიება მხურვალე აპლოდისმენტებითა და სადღესასწაულო განწყობით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203