
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, იმიტირებული, ლიტერატურული სასამართლო პროცესი, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოების - „ტარას ბულბას“ მიხედვით მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, მოსამართლის, ადვოკატის, პერსონაჟის როლები მოირგეს, ნაფიც მსაჯულთა როლში კი იყვნენ სპეციალურად მიწვეული სტუმრები.
გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონაჟების ხასიათის და მოტივების უკეთ გააზრება.
იხილეთ ფოტოები: