საახალწლო თემატიკის შემოქმედებითი გაკვეთილი​ ალათუმანის საჯარო სკოლაში 
24-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა აქტიურად ზრუნავენ, წინასაახალწლოდ კი ბავშვებს სადღესასწაულო აქტივობებით ანებივრებენ. 

აღსანიშნავია, საახალწლო თემატიკის შემოქმედებითი გაკვეთილი, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებს, ბილინგვური სწავლების ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებლის - შირაზ ჩახოიანისა და დაწყებითი კლასის პედაგოგის - ვარდანუშ ტონოიანის ხელმძღვანელობით, ჩაუტარდათ. 

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს. 

მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, მოირგეს როლები, მორთეს საკლასო ოთახი და შექმნეს საახალწლო ატმოსფერო.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და გუნდურ მუშაობის უნარების გამომუშავებას. გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი იდეების პედაგოგებისთვის გაცნობა, შექმნილი ნამუშევრების ჩვენება და ერთობლივი საქმიანობის შედეგების გაზიარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203