„ემმა ბალასანიანმა საოცარი გაკვეთილი გვაჩუქა​“ -კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო სასწავლო-შემეცნებითი 45 წუთი
24-12-2025

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებითა და კრეატიული მიდგომებით გამოირჩევიან. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის მოსწავლეები განებივრებულნი არიან მასწავლებელთა კრეატიული იდეებითა და კლასში შემოქმედებითი გარემოს შექმნით. 

აღსანიშნავია სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელისემმა ბალასანიანის გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა როგორც სასწავლო-შემეცნებით ისე სახალისო აქტივობებს. 

ემმა ბალასანიანმა საოცარი გაკვეთილი გვაჩუქა, სადაც იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა. მოსწავლეებმა სახალისო გამოცანები შემოგვთავაზეს და ჩვენც, მსმენელიც აქტიურად ჩაგვრთეს. საოცარი გაკვეთილი გამოვიდა. ისეთი, ზარის დარეკვა რომ არ გიხარია, 45 წუთით დატვირთულს. მადლობა ემმას ასეთი აქტივობისთვის და იმ შრომისთვის, რაც ამ ყველაფერში ჩადო“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203