
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტები ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით მოახდენენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის განსაზღვრას.
ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაბამისი სპეციალისტები, მომავალი პირველკლასელი მოსწავლეების შეფასების განვითარების, მსხვილი და ნატიფი მოტორულ უნარების, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური უნარების შეფასებას მოახდენენ.
აღნიშნული მიდგომისა და ახალი ინსტრუმენტების დანერგვის მიზნით, „თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის“ ფსიქოკონსულტანტებმა, მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის, ფსიქოსაგანმანთლებლო შეფასებისა და კონსულტირების 57 სპეციალისტს პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაუტარეს.
შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ორიგინალი ვერსიის ავტორები ფრანც პეტერმანი და ტორსტენ მახა არიან, ხოლო ტესტის ქართული ვერსია მომზადებულია ბრემენის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების თანამშრომლობით. აღნიშნული ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და ეფექტიანობით.