
2025 წლის 29 დეკემბერს სრულდება 2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრი.
სემესტრის დასრულების შემდგომ, 9 იანვრის ჩათვლით (11 კალენდარული დღე), შესაძლებლობა გექნებათ, საჭიროებისამებრ უზრუნველყოთ ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების რედაქტირება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასელები პირველი სემესტრის ბოლოს განმავითარებელი კომენტარით ფასდებიან, რომლის დაწერაც პედაგოგებისთვის სავალდებულოა;
სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან კი მათთვის განმსაზღვრელი შეფასებები დაიწერება.