
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმების კვირეული მე-2 კლასელებმა გახსნეს სპექტაკლით „სათაგური“.
ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესოდ გადაწყვეტილი კოსტიუმირებული სანახაობა და არტისტიზმითა და შესრულების ოსტატობით მოხიბლეს მაყურებელი.
სპექტაკლის ბოლოს პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაურიგა და გაახარა. წარმოდგენა ფეიერვერკით დასრულდა.
სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა.
იხილეთ ფოტოები: