
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში იმართება არაერთი საგანმანათლებლო, გასართობი თუ საზეიმო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციას, წახალისებსა და, რაღა თქმა უნდა, მათი ცოდნის ამაღლებასა და უნარების განვითარებას ემსახურება.
ახალი წლის დამდეგს სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი სკოლის მე-3 კლასელებმა იზეიმეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმოადგინეს და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს, ბავშვებმა ბევრი იხალისეს და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1,