საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება 
24-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.

IV კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააერთიანეს სიტყვა და მუსიკა, პოეზია და სიმღერა, რითაც დამსწრე საზოგადოებას შობისა და ახალი წლის სითბო და სიხარული გაუზიარეს. შესრულდა საახალწლო და საშობაო თემატიკის ლექსები, მუსიკალური ნომრები და მცირე სცენური კომპოზიციები.

მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ, წინასაახალწლო-საშობაო დღეები კი ტრადიციულად დატვირთულია სადღესასწაულო ღონისძიებებითა და აქტივობებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203