
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სომხურენოვანია, ღონისძიება სრულად ქართულ ენაზე წარიმართა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში სახელმწიფო ენის საფუძვლიანად სწავლების მნიშვნელობასა და საქმეში მიღწეულ წარმატებას წარმატებას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებმა - ვენერა მღებრიშვილმა და ხათუნა ლომიძემ.
მათ ბავშვებს დაუვიწყარი, სითბოთი სავსე დღე აჩუქეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, მცირე სცენები და საახალწლო წარმოდგენები ქართულ ენაზე, რაც მათი შრომისა და მონდომების ნათელი მაგალითი იყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ სადღესასწაულო განწყობა შექმნა და ერთდროულად შეასრულა საგანმანათლებლო და კულტურული მისია - ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებას, თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ქართული კულტურისადმი ინტერესის გაღვივებას.
„ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციის პროცესში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლა შეიძლება იყოს სიხარულით, შემოქმედებითობითა და დღესასწაულის განწყობით სავსე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო