
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
მე-2ა კლასის დამრიგებელმა გაიანე სარგისიანმა მოსწავლეებს დაუვიწყარი საახალწლო კარნავალი აჩუქა - თოვლის ბაბუს სტუმრობა, საჩუქრები და მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა პატარებისთვის ჯადოსნურ თავგადასავლად იქცა.
კარნავალმა სცენაზე გააცოცხლა ჯადოსნური სამყარო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა მუსიკა, ცეკვა და მხიარული წარმოდგენები.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: