„ჩვენი საყვარელი ვარსკვლავგოგონა“- ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე ნინი სანოძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია
24-12-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, მათი შემოქმედებითობა, ნიჭი და შესაძლებლობები წახალისებული, წარმატება კი საამაყო. 

ამჯერად სკოლაში ნინი სანოძის წარმატებით ხარობენ. 

მოსწავლე ბაქოს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„დილის პოზიტივი...  ჩვენი საყვარელი ვარსკვლავგოგონა ნინი სანოძე - ბაქოს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203