
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საგანი სამხედრო საქმე, რომელსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ.
16 დეკემბერს, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის IXა და IXბ კლასების მოსწავლეები (სამხედრო საქმის მასწავლებელი კახაბერ ჯიბლაძე, დამრიგებლები- ლალი თავხელიძე, ლია შუბლაძე). მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროთა ხსოვნასა და ქართველ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოსწავლეები მოისმინეს ქართული ჯარის ისტორიას, დაათვალიერეს საცხოვრებელი ყაზარმა, მოსწავლეები გაეცნენ სამხედრო ტექნიკას, აღჭურვილობას, შეიარაღების ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს, ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს, მათ სპორტულ მიღწევებს.
გასვლითი ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები: