ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა  „დაზგური ფერწერა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
24-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, სკოლის ხელოვნების მასწავლებლის - ანჟელა გაბრიელიანის IV კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი თემაზე -  „დაზგური ფერწერა“. 

ღია გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, წარმოდგენილი იყო ნატურმორტი, რომელიც შედგებოდა ჭურჭლისა და ხილისგან. მოსწავლეები აკვირდებოდნენ საგნების ფორმას, ზომას და ფერთა ურთიერთკავშირს. ყურადღება გამახვილდა კომპოზიციაზე, თბილ და ცივ ფერებზე, ასევე მოცულობის გადმოცემაზე.

გაკვეთილის მიზანი იყო დაკვირვების უნარის განვითარება და ფერებითა და ტონებით მუშაობის სწავლა.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, თემა სიღრმისეულად გაიაზრეს და ცოდნა და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203