კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
24-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი თუ საზეიმო ღონისძიებით. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებას. 

რაღა თქმა უნდა, წინასაახალწლოდ სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ბილინგური სპეციალისტის იზოლდა ფოცხვერაშვილის ინიციატივით და ორ ენაზე წარიმართა. 

ღონისძიებაში მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და სცენაზე ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. 

ბავშვებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203