დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საახალწლო დეკორაციები დაამზადეს
24-12-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. 

სადღესასწაულო ფუსფუსში აქტიურად არიან ჩართული პირველკლასელები. პატარებმა ლამაზი საახალწლო დეკორაციები შექმნეს. მოსწავლეებმა საახალწლო დიორამა დაამზადეს და წარმოადგინეს სხვადასხვა მასალით შექმნილი სადღესასწაულო მოკაზმულობა - ფიფქები, ფერადი წვიმები. 

პატარებმა პლასტელინით ხილისა და ბოსტნეულის მოდელებიც დაამზადეს.

პირველკლასელებმა ფერად-ფერადი, მათივე ხელით შექმნილი დეკორაციები საკლასო ოთახში განათავსეს და ზღაპრული სადღესასწაულო გარემო შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203