დეხვირის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ქართული ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენებით წარიმართა
24-12-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს.  გაკვეთილებს ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს. 

ახლახან, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ლალი სვანიძემ - მე-2 კლასში ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - მუხრან მაჭავარიანის ლექსი - „მზექალა და თინა“.

გაკვეთილი გამოირჩეოდა სტრუქტურული სიზუსტითა და მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით. სწავლების პროცესში ეფექტურად დაინერგა ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა, „პერსონაჟის რუკა“ და „თხრობის რუკა“, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტექსტის გააზრებასა და პერსონაჟთა ხასიათების ამოცნობას.

მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს გაწაფულ კითხვაში — კითხვა წყვილებში და  კითხვა აბზაცებით, რაც ავითარებდა მათ კითხვის ტექნიკასა და აზროვნებას.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეს წინადადებები, რითაც კიდევ უფრო განმტკიცდა მათი ლექსიკური მარაგი და მეტყველების უნარები.

ღია გაკვეთილი გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით, პოზიტიური სასწავლო გარემოთი და თანამედროვე სწავლების პრინციპების წარმატებული განხორციელებით.

სასწავლო პროცესს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. 

„წარმატებას ვუსურვებთ ლალი მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203