მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს 
24-12-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, წინასაახალწლოდ სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლაში საერთოსასკოლო საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„მადლობა ყველას ამ ლამაზ ღონისძიებისთვის და მოგილოცავთ შობა - ახალ წელს, სიკეთის, სიხარულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს დამდეგი 2026 წელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203