„როგორ ცხოვრობენ გარეული ცხოველები“​ - საბუეს საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ინტეგრირებული პროექტის შთამბეჭდავი პრეზენტაცია 
24-12-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში იმართება არაერთი საგანმანათლებლო, გასართობი თუ საზეიმო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციას, წახალისებსა და, რაღა თქმა უნდა, მათი ცოდნის ამაღლებასა და უნარების განვითარებას ემსახურება.

ახლახან, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტეგრირებული პროექტის - „როგორ ცხოვრობენ გარეული ცხოველები“ პრეზენტაცია. 

პრეზენტაციისას მოსწავლეებმა როლურ თამაშს მიმართეს და სცენაზე სპექტაკლი გაითამაშეს. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგემა - ლილი ირემაშვილმა, ნანა ზაალიშვილმა და მაია ახალკაციშვილმა, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებით ყოველთვის ანებივრებებნ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203