
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, VI კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ხოშტარიამ ჩაატარა საგნობრივად ღრმა და მრავალფეროვანი საჩვენებელი გაკვეთილი, რომლის თემა იყო ლადო ასათიანის ლექსი -„ბარდნალა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო:
გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიურობით, შემოქმედებითი რესურსებითა და მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობდა მოსწავლეთა ჩართულობას, კრიტიკული აზროვნებისა და ენობრივი უნარების განვითარებას.
საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ თამარ ხოშტარიას საინტერესო და ინოვაციური მიდგომებისთვის, VI კლასის მოსწავლეს კი აქტიურობისათვის.
„წარმატებას გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: