წინარეხის საჯარო სკოლის პედაგოგი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს - ქეთი ქეშელაშვილს გვაცნობს 
23-12-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

მხატვრული ნიჭითა და ესთეტიკური ხედვით გამოირჩევა VIII კლასის მოსწავლე ქეთი ქეშელაშვილი, რომელიც საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. 

მისი დიდი გულშემატკივარია სკოლის მასწავლებელი თამუნა მამულაშვილი, რომელიც მოსწავლის შემოქმედებას გვაცნობს და პატარა შემოქმედს დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებს. 

„დაახლოებით 15 წლის წინ ერთ ჩემს მოსწავლეს ვუთხარი, გული მიგრძნობს დიდი მომავალ გექნება-მეთქი...

დღეს ის შემდგარი, ძლიერი, პროფესიონალი პიროვნებაა.

15 წლის მერე კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვებს და მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას. მეამაყები!“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203