
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა.
კომუნიკაციების კომისიამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულად დაასახელა და თანამედროვე მედიალაბორატორიით დააჯილდოვა.
I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლას გამარჯვება ოლიმპიადისთვის მომზადებულმა სახალისო და შემოქმედებითმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც ჩანს როგორ შექმნეს მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტომანიპულაცია, შემდეგ კი მეგობრებს სოფელ ლახამულაში ცნობილი ფეხბურთელების ჩამოსვლის ყალბი ამბავი აცნობეს.
სკოლას კომუნიკაციების კომისიამ ძვირადღირებული მედია ლაბორატორიის აღჭურვილობაც გადასცა.
იხილეთ ვიდეო