„მადლობა, ჩვენი სკოლის შვილებს“ - იანეულის საჯარო სკოლის მე-2 სართულის ელექტროგანათება კურსდამთავრებულთა მხარდაჭერით მოეწყო
23-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. ისინი არასდროს ივიწყებენ მშობლიურ გარემოსა და მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებულ შრომას.  

სკოლაში მადლობას უხდიან სოსო და დავით თოდრიებს, რომელთა დახმარებით მოწესრიგდა სკოლის მეორე სართულის დერეფნებისა და საკლასო ოთახების ელექტროგაყვანილობა. სკოლის კეთილმოსურნეებმა წინასაახალწლოდ სკოლის პედაგოგებიც დაასაჩუქრეს. 

იანეულის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სკოლის შვილებს - სოსო და დავით თოდრიებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი სიყვარული მშობლიური სკოლის მიმართ. რაც გამოიხატება იანეულის საჯარო სკოლის მეორე სართულის დერეფნებისთვის და საკლასო ოთახებისთვის განათებისა და ელექტრო გაყვანილობის კეთილმოწყობაში.

გარდა ამისა, საახალწლო საჩუქრები პედაგოგებისთვის და სკოლის პერსონალისთვის არ დავიწყებიათ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გამრავლდით და გაიხარეთ“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203