გეტას საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის თანაავტორობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია მარნეულის ამერიკულ კუთხეში გაიმართა 
23-12-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა ჩართულია​ eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა, კონსულტანტ-მასწავლებლების თამარ სილაგაძის აქტიური ჩართულობით,  ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

ახლახან, პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“, მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლების - თამარ სილაგაძის, ( ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა), ხათუნა კრაველიძის ( წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლა) და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროექტის - ,,ციფრული სამყარო შენს ხელში" პრეზენტაცია  მარნეულის ამერიკულ კუთხეში გაიმართა.

პროექტის - Digital World in your hands მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებაში ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთმანეთს power point-ში აწყობილი პრეზენტაციების გამოყენებით წარუდგინეს.

პრეზენტაციების შეჯამება კითხვების საშუალებით მოხდა. თამაშზე დაფუძნებულმა ონლაინ სასწავლო პლატფორმა -Kahoot-მა მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

პროექტის პრეზენტაციას სტუმრობდნენ სოფელ გეტას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი სევინჯ ჯალილოვა და სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ფაგან აბასოვი (ქართული, როგორც მეორე ენისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, ბილინგური განათლების სპეციალისტი).

სტუმრებმა ისაუბრეს წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე.

მოეწყო კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეების - ალინა მამედოვასა და გულნურა პირიევას ნახატების გამოფენაც.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

მადლობის სიგელები  გადაეცათ გეტას საჯარო სკოლის დირექტორს - ფარამაზ ჯალილოვსა და ბიბლიოთეკარს - სევინჯ ჯალილოვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203