NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია
24-12-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

დეტალები მითითებულია მოსაწვევზე, რომლის ამობეჭდვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დღეიდან შეძლებენ ამ ბმულის გამოყენებით: https://shorturl.at/wKEBN

გაითვალისწინეთ, რომ  I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება  - 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია  - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. 
 
მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ტესტირებამდე რეგისტრაციის გავლისას.
 
ტესტირება ჩატარდება: 
 
 9 იანვარს:
10:00 საათზე - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
15:00 საათზე - ისტორიაში; 
 
11 იანვარს:
10:00 საათზე - მათემატიკაში;
15:00 საათზე - ინგლისურ ენაში; 
 
12 იანვარს:
10:00 საათზე - ფიზიკაში;
 15:00 საათზე - გეოგრაფიაში; 
 
13 იანვარს:
 10:00 საათზე - ქიმიაში;
15:00 საათზე - გერმანულ ენაში;  
 
 14 იანვარს:
 10:00 საათზე - ბიოლოგიაში;
12:30 საათზე - რუსულ ენაში;
15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.  
 
 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203