საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში „ვერის უბნის მელოდიები“ დაიდგა
23-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ქართული მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ გააცოცხლეს. 

იდეის ავტორი და დამდგმელი ხელოვნების პედაგოგი თათია ირემაშვილი გახლავთ, მე-5 კლასის ხელმძღვანელი კი - მზიური კოჩალიძე.

სცენაზე გაცოცხლდა ქართული ფილმისთვის დამახასიათებელი იუმორი, მუსიკა და ემოცია, რამაც წარმოდგენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. 

პატარა შემსრულებლებმა თავიანთი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები დამაჯერებლად წარმოაჩინეს, მაყურებელმა კი ისინი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

ღონისძიება სკოლის კულტურული ცხოვრების გამორჩეულ მოვლენად იქცა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხელოვნების მნიშვნელობა მოსწავლეთა განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203