
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, წარმატებით წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლის - საბა ჩილინდრიშვილის წარმატება საგანმანათლებლო პროექტში.
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „დავითიანნის“ პროექტის - „წიგნიერი ლიდერის“ პირველი სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება.
თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ძველი აღთქმის სასწავლო პროგრამა. კურსის დასასრულს ინტელექტუალური კონკურსის გზით გამოვლინდნენ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური გამარჯვებულები.
ინდივიდუალური გამარჯვება მოიპოვა თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩილინდრიშვილმა.
პროექტ „წიგნიერი ლიდერში“ ჩართულია თბილისის დაახლოებით 30 სკოლა და 200-მდე მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ მსოფლიო რელიგიებსა და პროექტის მართვის საფუძვლებს.