
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო დღეები ცვლის ერთმანეთს.
ამჯერად, სკოლის გეოგრაფიისა და სომხური ენის უნიჭიერესმა მასწავლებელმა, ვარდითერ ბერაკჩიანმა აჩვენა სასკოლო საზოგადოებას თავის მოსწავლეებთან ერთად მომზადებული საახალწლო საღამო.
საოცარი იყო მოსწავლეთა არტისტიზმი, ნიჭიერების ზეიმი, ულამაზესად შესრულებული ქართული და სომხური ცეკვები და სიმღერები. საღამომ საინტერესოდ ჩაიარა და სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალა.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს ამ საოცარი დღისთვის და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: