ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის სახალისო ვიქტორინა მოეწყო
23-12-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ახალი წლის დამდეგს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებით ანებივრებენ. 

დღეს, 23 დეკემბერს, ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა, თამილა ჭაჭუამ მოსწავლეებს შესთავაზა სახალისო ვიქტორინა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია და დაწყებით კლასების კათედრის წევრები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს - დამსწრე საზოგადოებას საახალწლო ნომრებიც შესთავაზეს და ერთმანეთს სადღესასწაულო განწყობაც გაუზიარეს. 

დასასრულს კლასის დამრიგებელმა სიურპრიზი მოუწყო მოსწავლეებს. პედაგოგმა მათ საჩუქრად ტკბილეული გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203