„ტკბილი დღე“ კორხის საჯარო სკოლაში
23-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე თემა - „ბიზნესის სამართლებრივი გარემო“ შეისწავლეს. თემის უკეთ გასააზრებლად კი საინტერესო პროექტი განახორციელეს. მოსწავლეებმა სკოლაში „ტკბილი დღე“ მოაწყვეს. მე-11 კლასელებმა საგნის მასწავლებელთან ერთად ტკბილეული გამოაცხვეს და დერეფნებში გაყიდეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა სააქციო საზოგადოების მნიშვნელობაც შეისწავლეს და ბიზნესის არსიც უკეთ გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203