
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლა წინასაახალწლოდ მოიკაზმა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს. მოირთო და მოიკაზმა არა მხოლოდ საკლასო სივრცეები, არამედ სკოლის დერეფნები და სამასწავლებლო.
საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე და განთავსდა საახალწლო დეკორაციები, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლას სადღესასწაულო იერი შესძინა, სასკოლო საზოგადოებაში კი პოზიტიური განწყობა გააძლიერა.
„აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს თანამშრომლობას, შემოქმედებითობასა და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას, ასეთი თბილი გარემო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ჩართულობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერების წინაპირობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა სკოლის დირექტორის - პეტროს ტონოიანის ჩართულობით, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნას.
დირექტორის ხელმძღვანელობითა და თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ერთიანი სადღესასაწაულო ატმოსფეროს შექმნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: