
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია.
მოსწავლეებმა ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს - ბავშვებმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს და სკოლა მრავალფეროვანი სადღესასწაულო დეკორაციებით მორთეს.
მოსწავლეები საახალწლო ფუსფუსში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
„გილოცავთ ბარბარობას და მოახლოებულ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სტაბილურობასა და წარმატებას. წმინდა ბარბარეს მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს. გვიყვარხართ პატარებო“,- აღინიშნა ამ დღეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო