კორხის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სამზარეულოს ტრადიციული ტკბილეული მოამზადეს 
23-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილი უჩვეულო და შემოქმედებით ფორმატში წარიმართა. 

ბილინგვური სწავლების სპეციალისტთან ერთად მათ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები - ნაზუქები და ჩურჩხელები საკუთარი ხელით მოამზადეს. 

მოსწავლეებმა არა მხოლოდ ქართული კულინარიული მემკვიდრეობა გაიცნეს, არამედ იმუშავეს გუნდურად და დაუვიწყარი დროც გაატარეს. 

გაკვეთილის დასასრულს საგნის ძირითადმა მასწავლებელმა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და წარმატებული მუშაობისთვის სერტიფიკატები გადასცა, რაც მათთვის დამატებით მოტივაციის წყაროდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203