
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას სთავაზობენ და მათი ცოდნის ამაღლებაზე ზრუნავენ.
2 დეკემბერს IX კლასის მოსწავლემ მარიამ ხუტაშვილმა, საგნის - „მოქალაქეობა“ შესწავლისას მოამზადა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება“ და სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს წარუდგინა.
პრეზენტაციის თემამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი პრეზენტატორს უსვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ მისგან ამომწურავ პასუხებს.
მარიამის პრეზენტაციის თემამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებში სასიამოვნო დისკუსია გამოიწვია.
მოსწავლის მოქალაქეობის მასწავლებელი ია ირემაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: