დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინები შექმნეს 
22-12-2025

„სწავლა კეთებით“ თანამედროვე განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სასწავლო მეთოდია, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და აქტიურ ჩართულობას. შესაბამისად ის მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა. სასწავლო მეთოდს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვებენ

ქართულ ენაში, საპროგრამო მასალით მოთხრობის - „თოჯინა“ შესწავლის შემდეგ, პედაგოგმა - მაია მთვარაძემ მოსწავლეებს სწორედ აღნიშნული მეთოდი შესთავაზა. 

ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს თოჯინები. თითოეული თოჯინა უნიკალურია და ასახავს ბავშვის ფანტაზიას და შრომას.

აქტივობის მიზანი იყო - მოსწავლეს განუვითარდეს  შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203